Monday, January 27, 2014

ქორწინება




ქორწინება შეიძლება განვიხილოთ ორი მხრიდან: როგორც კანონი ბუნებისა, დაწესებული შემოქმედის, ჩვენი ზეციური მამის, ღმერთის მიერ და როგორც საიდუმლო ახალი აღთქმის ეკლესიისა. ქორწინება თავისთავად კურთხეულია და სუფთა თავისი ღვთიური წარმოშობით, მაგრამ ვინაიდან ადამიანი მოქცა ცოდვის გავლენის ქვეშ და აჰყვა გამრყვნელ გრძნობებს, უფალმა იესო ქრისტემ დააწესა საიდუმლო ქორწინებისა.
ქორწინება წარმოადგენს ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთს.

ჯვრისწერა — ძველ რომაულ სამართალში ქორწინება განიხილებოდა როგორც ქალსა და მამაკაცს შორის დადებული ხელშეკრულება და ამგვარად, ქორწინება მკაცრად განსაზღვრულ სამოქალაქო ურთიერთობად ითვლებოდა, რომელსაც გარეგნულად ნაკლები კავშირი ჰქონდა ადამიანურ ურთიერთობებთან (3). რომის სამართალი ქორწინებას მხოლოდ ერთსადაიმავე საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელთა შორის უშვებდა. ასევე მარტივი იყო განქორწინებაც. თვით მოსეს რჯულიც კი უშვებდა განქორწინებას გამარტივებული წესით, განსაკუთრებით მამაკაცის მხრიდან.
მხოლოდ ახალი აღთქმის ეკლესიაში განისაზღვრა ქორწინების, როგორც საღმრთო საიდუმლოს ხასიათი. „რომელნიცა ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ“. საეკლესიო სამართალი არ გარდადრეკილა „არცა მარჯვულ, არცა მარცხულ“, ანუ ქორწინება არც მხოლოდ იურიდიულ ფაქტად მოუნათლავს და არც მხოლოდ საღმრთო საიდუმლოდ, „არამედ ვიდოდა იგი გზასა სამეუფოსა“, ანუ შეაზავა ეს ორი ცნება და განსაზღვრა ქორწინების (ჯვრისწერის), როგორც იურიდიული ფაქტის ბუნება, და ამავე დროს, აღიარა მისი დიდი სარწმუნოებრივი მნიშვნელობა.
ჯვრისწერის საიდუმლო აღესრულება ნაკურთხი და უფლებამოსილი მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ წმიდა ტრაპეზზე. რუის-ურბნისის ძეგლისწერის მიხედვით ჯვრისწერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება გიორგი მთაწმიდლის განწესებით და მხოლოდ ტაძარში. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ჯვრისწერის მონასტერში აღსრულება დაუშვებელია. ამასთან, ჯვრისწერა არაა მიზანშეწონილი, რომ აღესრულოს მღვდელმონაზონის მიერ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
ჯვრისწერის დამაბრკოლებელი გარემოებებია:
ა) მექორწილეთა ხორციელი ნათესაობა; ბ) მექორწილეთა სულიერი ნათესაობა; გ) მექორწილეთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სამღვდელო ან სამონაზვნო დასში შედის; დ) მექორწილეთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი წარმართია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს უკანასკნელი პირობას დადებს, რომ მოინათლება; ე) მექორწილეთა ასაკი და სულიერი მდგომარეობა.
გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს შუასაუკუნეებში ეკლესია არ აკურთხებდა ჯვრისწერას სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლის შორის. ეს არასწორია. უბრალოდ ხალხში არსებული ტრადიცია იმდენად ძლიერი იყო, რომ თავადი და გლეხი თვითონ არ ქორწინდებოდნენ (4). ეკლესია, ცხადია, ვერ დაავალდებულებდა ბატონებსა და ყმებს ექორწინათ ერთმანეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დაშვებული იყო. ეს ხომ უფლება იყო და არა ვალდებულება!
ჯვრიწერის საიდუმლო, რომელიც დღეს ფაქტობრივად დღესდღეობით აღესრულება საქართველოს ეკლესიაში, შედგება ორი ნაწილისაგან: წინდობისა და გვირგვინოსნებისაგან. თუმცა შესაძლებელია, რომ ეს ორი მსახურება ცალ-ცალკე აღესრულოს. წინდობისას იკურთხება ბეჭდები და დაახლოებით საერო ნიშნობას უტოლდება. წინდობა არ წარმოადგენს საიდუმლოს და არ იწვევს იურიდიულ შედეგებს. ჯვრისწერა აღსრულებულად ითვლება გვირგვინოსნების შემდეგ და მექორწილენი ითვლებიან ჯვარდაწერილად.
ჯვრისწერა არის ცოლ-ქმრის საუკუნო შეერთება. თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში ხდება ჯვრისწერის გაუქმება. ასევე დასაშვებია ხელმეორე ჯვრისწერა. ჯვრისწერის გაუქმების საფუძვლებია:
ა) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება; ბ) ერთ-ერთი მეუღლის ბერად ან მონაზვნად აღკვეცა მე-რის თანხმობით; გ) გვირგვინის ახდა, ანუ განქორწინება.
გვირგვინის ახდა აღესრულება ადგილობრივი მღვდელმთა-ვრის მიერ და დასაშვებია მრუშების და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისას. „რომელმანცა ცოლი თ სი თ ნიერ მრუშებისა, მან იმრუშა“ - მითითებულია წმიდა სახარებაში.
საქართველოში ჯვრისწერის რეგისტრაციას მხოლოდ ეკლესია ახდენდა. მსგავსივე მდგომარეობა იყო რუსეთის იმპერიაშიც. 1920 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონით „მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ“ გაუქმდა ჯვრისწერის იურიდიული საფუძველი და იგი მხოლოდ ფორმალური სახით დარჩა. ქორწინების რეგისტრაცია კი ხდებოდა სახელმწიფოს სპეციალურ ორგანოებში. ცხადია, ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და ჯვრისწერა ფაქტობრივად აიკრძალა. დადებითი ძვრა საქართველოს დამოუკიდებლობას (1991 წ.) არ მოჰყოლია, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსმა 1920 წლის კანონის მსგავსად განსაზღვრა, რომ „რელიგიური ქორწინება არავითარ სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს“. არადა, მრავალი ევროპული სახელმწიფო ჯვრისწერას აღიარებს თავისი სრული სახით, როგორც სარწმუნოებრივ, ისე სამართლებრივი კუთხით. კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლით სახელწმიფომ ცნო ჯვრისწერა. თუმცა რეგისტრაცია მაინც მხოლოდ ოფიციალურ ორგანოში ხდება. [1] წყარო


1 comment:

  1. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ReplyDelete